წინა წელთან შედარებით რუსეთის არმიაში დეზერტირების რაოდენობა გაორმაგებულია

2024 წელთან შედარებით მიმდინარე წელს რუსეთის არმიაში დეზერტირობის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია. 

ვითარების არსი: ამის შესახებ OSINT პროექტის Frontelligence-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა მოხმარების დოკუმენტებსა და ღია წყაროებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს ეყრდნობა. 

  • ანალიტიკოსების შეფასებით, დეზერტირების რაოდენობა მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული მკვეთრად გაიზარდა და ეს ტრაექტორია ამ დრომდე ნარჩუნდება. 

  • არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 2025 წელს დეზერტირების რაოდენობა 70 ათასს გადააჭარბებს, რაც ფრონტზე მოქმედი ცოცხალი ძალის დაახლოებით 10%-ია. 

ჩაშლილად: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი შიდა დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთ დივიზიაში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში დეზერტირობის სულ 3 400 შემთხვევაა რეგისტრირებული, შედარებისთვის მთელი 2024 წლის განმავლობაში იმავე დივიზიაში სულ 3 200 შემთხვევა იყო. 

  • ცალკეულ ბრიგადებში დეზერტირების რაოდენობა 6-ჯერ არის გაზრდილი, მაგალითად მეორე მოტო-მრსოლელ ბრიგადაში, სადაც მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 756 შემთხვევა დარიგისტრიდა - მთელი გასული წლის განმავლობაში კი სულ 1189 შემთხვევა იყო გამოვლენილი. 

  • თუ კი ადრე დეზერტირობა ყველაზე ხშირი სამხედრო ბაზებზე იყო, წელს ამისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი სამედიცინო დაწესებულებები და ფრონტის მოწინავე პოზიციებია. 

  • დეზერტირობის შემთხვევების 73% მოდის საკონტრაქტო სამსახურის ჯარისკაცებზე, საიდანაც ყოველი მეხუთე (22%) მსჯავრდებულია ან ყოფილი პატიმარია. 

  • დეზერტირობის საშუალო ასაკი 37 წელია, ყველაზე ხშირად სამსახურის გაგრძელებაზე უარს 35-44 წლამდე მამაკაცები ამბობენ უარს - სპეციალისტების შეფასებით ეს ირეკლავს რუსეთის არმიის ასაკობრივ შემადგენლობას. 

კონტექსტი: რუსეთის არმია დეზერიტორობას სხვადასხვა მეთოდით ებრძვის: ხშირად გამოიყენება დეზერტირების ფიზიკური დასჯა და შეურაცხყოფა, წამება, სიკვდილით დასჯის ინსცენირება და დახვრეტა. 

  • ამ მეთოდების ეფექტურობა არათანაბრადაა გადანაწილებული და ზოგი სამხედრო ნაწილი ახერხებს დეზერტირების მნიშვნელოვანი რაოდენობა უკან დააბრუნოს - ასე მაგალითად 144 მოტო-მსროლელმა ბრიგადამ 1 400-ზე მეტი დეზერტირიდან 1 100-ზე მეტი უკან დააბრუნა. 

სიღრმისეულად: სპეციალისტების შეფასებით, დეზერტირების რაოდენობას ჯერჯერობით არ მიუღწევია კრიზისული ნიშნულისთვის, თუმცა დასჯის სასტიკი მეთოდების მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდა რუსეთის არმიის სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. 

  • კვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ პრობლემის შემდგომმა გამწვავებამ საოკუპაციო არმიაში სერიოზული განხეთქილება გამოიწვიოს. 

  • Frontelligence-ის შეფასებით გასულ წელს რუსეთის არმიიდან დეზერტირებულმა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები