ამგვარად უშაკოვმა დაადასტურა, დონალდ ტრამპთან საუბრის ფაქტი - დასავლური მედიის ცნობით, ამერიკელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის პარალელურად დაურეკა.
მისასალმებელ სიტყვაში დონალდ ტრამპმა უკრაინელ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას წარმატებული უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ომის დასრულება უახლოესი 2 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.
"თუ კი მთავარი საკითხი დონეცკია და თუ კი არ ხართ მზად კომპრომისისთვის, ვფიქრობ ეს შეხვედრა აღარ უნდა გავაგრძელოთ"- წყაროების ცნობით, ასე მიმართა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგას, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია.
მეტიც, უკრაინსკა პრავდას ცნობით, უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ალასკაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მთავარი შედეგი კი ის არის, რომ ტრამპს გაუმყარდა რწმენა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. როგორც მოსალოდნელი იყო პუტინი არ ყოფილა მოკრძალებული რუსეთის ბირთვული შესაძლებლობებზე საუბრის დროს და ამას მოჰყვა შესაბამისი შედეგი.
ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ საკვანძო მოთხოვნაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფას გულისხმობდა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, საუკეთესო გამოსავალი დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.