"არსებობს პარანოიდული შფოთვის ყოვლისმომცველი განცდა, რომ ისრაელი არ გაჩერდება სანამ ყველა ლიდერს არ მოკლავენ და არ დაამხობენ ისლამურ რესპუბლიკას"- ამბობს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახალი საპროტესტო ტალღის დაწყების შემთხვევაშიც "დემონსტრანტებს უბრალოდ დახოცავენ, რადგანაც გუშაგთა კორპუსი კვლავ ფუნქციურია და ინარჩუნებს კონტროლს."
წყაროს ცნობით, ირანელებს სურდათ დაკავშირება ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლებთან, რათა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შესაძლო პირობები განეხილათ.
ირანსა და შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების მიუხედავად, გასულ კვირებში ისლამური რესპუბლიკის ირგვლივ ამერიკული სამხედრო ძალის კონცენტრაციის ზრდა გაგრძელდა, ხოლო 27 თებერვალს, მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მას "რთული გადაწყვეტილების" მიღება მოუწიოს.
წყაროების ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატად ტრამპი უპირატესობას ვენსს ანიჭებს და სწორედ ამიტომ აირჩია თავის მეწყვილედ 2024 წლის არჩევნებში, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აქებს რუბიოს როგორც საჯაროდ ასევე კერძო საუბრებში.