"მომდევნო დღეებში, მზის ამოსვლიდან დაღამებამდე ყველა ჩვენგანი უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებს, შესაძლოა უკვე კვირის ბოლოს მკაფიო არქიტექტურა მივიღოთ"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
ტრამპის თქმით, ევროპული სახელმწიფოები მზად არიან უკრაინაში სახმელეთო ჯარები განალაგონ - "ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ გარკვეულ ასპექტებში, განსაკუთრებით ჰაერში, იმიტომ რომ მსოფლიოში არავის აქვს ჩვენი მსგავსი შესაძლებლობები."
ამის შესახებ გამოცემა Axios-სთან ინტერვიუში ვაშინგტონში აზერბაიჯანის ელჩმა ხაზარ იბრაჰიმმა განაცხადა - მისი თქმით, უკვე დაწყებულია ორხმრივი კომისიების ორგანიზება.
მთავარი შედეგი კი ის არის, რომ ტრამპს გაუმყარდა რწმენა, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. როგორც მოსალოდნელი იყო პუტინი არ ყოფილა მოკრძალებული რუსეთის ბირთვული შესაძლებლობებზე საუბრის დროს და ამას მოჰყვა შესაბამისი შედეგი.
ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ საკვანძო მოთხოვნაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფას გულისხმობდა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, საუკეთესო გამოსავალი დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა.