აშშ-მ კორუფციაში ეჭვმიტანილ ლიბანელ პარლამენტარს და ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა

 

აშშ-ს ხაზინამ ლიბანის პარლამენტის წევრს და ორ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა „ლიბანში კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრის და სახელმწიფოს მართვის სისტემის მოშლის“ გამო.

ლიბანელი ბიზნესმენები ჯიჰად ალ-არაბი და დანი ხური პოლიტიკურ მაღალჩინოსნებთან მჭიდრო კავშირების წყალობით ხელს ითბობდნენ, წერია ხაზინის განცხადებაში.

სანქციების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ალ-არაბის კომპანია ჩინოვნიკების მოქრთვამვის ხარჯზე მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდა, ხოლო ხური სახელმწიფო კონტრაქტების პირობების დარღვევის მიუხედავად დაუსჯელი რჩებოდა.

ხაზინის განცხადებით, პარლამენტის წევრი ჯამილ საიიდი თავისი საქმიანობით ადგილობრივ საბანკო რეგულაციებს არღვევდა.

აშშ-ს მთავარი საფინანსო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამერიკის მოქალაქეებს ლიბანის სამივე მოქალაქესთან ბიზნეს-ურთიერთობა ეკრძალებათ, მათ ამერიკულ აქტივებს კი ყადაღას დაადებენ.

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ლიბანი მწვავე პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება. ქვეყანას დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც მილიარდერი ბიზნესმენი ნაჯიბ მიქათი ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები