ბუტუსოვი: ოკუპანტებმა ვუჰლედარის შტურმი დაიწყეს, დაცვა კრიტიკული მნიშვნელობისაა

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სამხრეთში მდებარე ქალაქ ვუჰლედარის შტურმი დაიწყეს, ქალაქის მნიშვნელობიდან გამომდინარე რუსებმა აქ თავიანთი საუკეთესო ნაწილები გადმოისროლეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი და პლატფორმა Цензор.нет-ის დამფუძნებელი იური ბუტუსოვი ავრცელებს. 

ბუტუსოვის თქმით, ფრონტის ამ მონაკვეთზე ინტენსიური ბრძოლები ბოლო დღეებში დაიწყო. ჟურნალისტის ცნობით, რუსებს აქ თავიანთი საუკეთესო ნაწილები ყავთ კონცენტრირებული, მათ შორის, საზღვაო ქვეითები, მედესანტეები და საბრძოლო მასალის დიდი მარაგი. 

"ვუჰლედარს ოკუპანტებისთვის საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს მათთვის დონბასის სამხრეთში ცენტრალური საკომუნიკაციო კვანძია, რომლის დაკავებაც გაართულებს უკრაინის მოსალოდნელ იერიშის ყირიმის სახმელეთო კორიდორის მიმართულებით. ვუჰლედარის დაკავება გააუმჯობესებს რუსეთის სტრატეგიულ პოზიციებს დონბასის სამხრეთში და გააღრმავებს მათ თავდაცვის ხაზებს. 2023 წელს რუსეთის არმიის მთავარი მიზანი მთელი დონბასის დაკავება ან უკრაინის ჯარების ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო კორიდორისგან შორს დაჭერაა",- წერს ბუტუსოვი. 

უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტის თქმით, უკრაინული არმიის მიზანი რუსეთის რეგულარული დანაყოფებისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებაა. 

"ჩვენ გვახსოვს როგორ შეეცადნენ რუსები ვუჰლედარის დაკავებას შემოდგომაზე, სადაც ისინი სოფელ პავლივკასთან შეაჩერეს. რუსეთის რეგულარული არმია ძალიან მოწყვლადია დანაკარგების მიმართ. ამასთანავე, ბუნებრივ ამაღლებაზე მდებარეობის გამო ვუჰლედარი კომფორტული თავდაცვის ზღუდეა - მტერი დაღმართიდან ამოდის, ჩვენ გვაქვს შანსი მტერი კიდევ ერთხელ დავამარცხოთ. ვუჰლედარისთვის ბრძოლა განსაზღვრას ომის ბედს სამხრეთ უკრაინასი 2023 წელს",- წერს ბუტუსოვი. 

მსგავსი სიახლეები