ესტონეთის პრეზიდენტი ნატოს დამატებითი ძალების შეყვანას ითხოვს
ესტონეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნატოს ძალების რაოდენობის გაზრდა მოითხოვა. უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების მობილიზების ფონზე, ალარ კარისი ამას მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევს.
"ჩვენ უფრო მეტი ნატოს ჯარისკაცი გვინდა ესტონეთში - თქვა კარისმა - ეს იქნება გარანტია იმისა, რომ არავინ დაგვესხმება თავს."
პრეზიდენტი მიესალმა დანიის გადაწყვეტილებას, გაზარდოს სამხედრო წარმომადგენლობა ლიეტუვაში.
დანიამ ქვეყანაში ნატოს მისიის ფარგლებში გამანადგურებლები განათავსა და ლიეტუვის საჰაერო სივრცეში პატრულირებაში ჩაერთვება.
_____________________
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოს 1000-ზე მეტი სამხედროა დისლოცირებული.
მოსკოვი რეგიონში ნატოს წარმომადგენლობის შემცირებას და გარანტიას ითხოვს, რომ საქართველო და უკრაინა არ გახდებიან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები.