ჰუსიტების დრონებმა წითელ ზღვაში ამერიკულ ხომალდზე თავდასხმა სცადეს: ისინი ჩამოაგდეს

ამერიკის ფლოტმა წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების ოთხი დრონი გაანადგურა.

ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა წერს.

უპილოტო საფრენი აპარატები ამერიკული სამხედრო ხომალდებისკენ მიფრინავდნენ.

არ გავრცელებულა ინფორმაცია ეკიპაჟის დაშავების ან ამერიკული ან კოალიციის გემების დაზიანების შესახებ.

"დადგინდა, რომ ეს აპარატები უშუალო საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონში მყოფ სავაჭრო და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებს," - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის საზღვაო მისიამ წითელ ზღვაში სამი ბალისტიკური რაკეტა და ჰუსიტი მებრძოლების გაშვებული საზღვაო დრონები გაანადგურა.

მანამდე, აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხომალდებმა ათობით დრონი ჩამოაგდეს წითელ ზღვაში მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები სატვირთო გემ Propel Fortune-ს და ამერიკულ ნაღმოსნებს დაესხნენ თავს.

მსგავსი სიახლეები