ლონდონის მერმა რუსი ოლიგარქების უძრავი ქონების კონფისკაცია მოითხოვა

ლონდონის მერმა სადიკ ხანმა რუსი ოლიგარქებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონფისკაცია, გაყიდვა და ღარიბებისთვის, მათ შორის უკრაინელი ლტოლვილებისთვის სახლების აშენება მოითხოვა.  

LBC ხანის მიერ გაერთიანებული სამეფოს საბინაო მდივნისთვის გაგზავნილ წერილს ციტირებს.

ხანმა აღნიშნა, რომ 2022 წელს ლონდონში კორუფციაში ჩართული რუსების უძრავი ქონების ღირებულება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ 1.1 მილიარდ ფუნტად (1.4 მილიარდი დოლარი) შეფასდა. ლონდონის მერიის შეფასებით, ამ თანხით ღარიბებისთვის ოთხი ათასზე მეტი სახლის აშენება შეიძლება.

"მინისტრებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები პუტინის თანამოაზრეების მიერ შეძენილი ქონების ჩამორთმევისთვის, რათა ჩვენ გამოვიყენოთ შემოსავალი ღარიბების დასახმარებლად," - თქვა ხანმა განცხადებაში.

წერილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის მეორე დღეს გაიგზავნა.

ხანის თქმით, ზოგიერთ აშენებულ სახლში უკრაინელი ლტოლვილები დასახლდებიან. 

მსგავსი სიახლეები