Reuters: ტრამპის სამშვიდობო გეგმა შესაძლოა რუბიოსთვისაც სიურპრიზი ყოფილიყო

ამერიკელი მაღალჩინოსნები და კონგრესმენებს უფრო მეტი კითხვები უჩნდებათ გასულ ოქტომბერს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელზეც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელთან ახალი სამშვიდობო გეგმა შეათანხმეს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს - წყაროების ცნობით, გეგმის შემუშავებაში არ მონაწილეობდა სახელმწიფო დეპარტამენტი და უსაფრთხოების საბჭო. 

  • ინფორმირებული წყაროების ცნობით, გეგმის შემუშავებაში არ მონაწილეობდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და მას უკვე შედგენილი გეგმა გააცნეს, უცნობია კონკრეტული თარიღი. 

ჩაშლილად:  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა უარყოფს ცნობებს და ამბობს, რომ "სახელმწიფო მდივანი აქტიურად მონაწილეობდა გეგმის შედგენის პროცესში და ამის საწინააღმდეგო ცნობები ყალბია." 

  • თავის მხრივ გამოცემის წყაროები უარყოფენ რუბიოს მონაწილეობას - "არ ყოფილა არანაირი კოორდინაცია, ეს გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტში არავის უნახავს, მათ შორის არც რუბიოს"- ამბობს ერთ-ერთი მათგანი. 

  • სამშვიდობო გეგმის შემუშავებაში არ მონაწილეობდა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი, რომელმაც განაცხადა, რომ მომდევნო წლის იანვრიდან თანამდებობას ტოვებს. 

დიდი სურათი: წყაროების ცნობით, გეგმის შემუშავებაში წამყვანი როლი ჰქონდა რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელს კირილ დმიტრიევს, რომელიც 2022 წლიდან ამერიკის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა. 

  • გეგმის შემუშავებაში ამერიკის მხრიდან მთავარი მონაწილეები რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი იყვნენ. 

სტრიქონებს შორის: ამგვარად ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა, რომლის არაერთი პუნქტი უკრაინის მიერ მრავალჯერ უარყოფილ დათმობებს მოიცავს. 

  • ასე მაგალითად, არსებულ ვერსიაში უკრაინა უნდა გაიყვანოს ჯარები დონეცკის ოლქიდან, ასევე უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, ასევე აიღოს არმიის რიცხოვნების შემცირების ვალდებულება და მიიღოს მკაცრი შეზღუდვები შორეულ შეიარაღების ქონის შესახებ, გამოაცხადოს ამნისტია ომის დამნაშავეებზე და შეეგუოს რუსეთის დაბრუნებას საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულუფლებიან წევრად. |

  • მეორეს მხრივ, ტრამპის მიერ წარდგენილი პაკეტი უკრაინისთვის აქამდე შეთავაზებულ ყველაზე "გულუხვ" უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს. 

  • 21 ნოემბერს Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ 27 ნოემბერი (ამ დღეს წელს ამერიკაში მადლიერების დღეს აღნიშნავენ) შესაფარისი დროა კიევისთვის მის სამშვიდობო გეგმაზე ხელმოსაწერად. 

კონტექსტი: შექმნილ ვითარებაში უკრაინელებს საგანგებოდ მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - 10 წუთიან ვიდეო-მიმართვაში უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავის არსებობის განმავლობაში ურთულეს პერიოდს გადის. 

  • "უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: დაკარგოს ღირსება, ან დაკარგოს საკვანძო პარტნიორი. ან რთული 28 პუნქტი ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, ყველაზე მძიმე და შემდგომი რისკები"- განაცხადა ზელენსკიმ.

  • უკრაინელმა პრეზიდენტის თქმით, მომდევნო კვირაში უკრაინისკენ მიმართული პოლიტიკური და ინფორმაციული წნეხი გაიზრდება, თუმცა დასძინა, რომ უკრაინა გააგრძელებს მშვიდად მუშაობს შემოთავაზებულ გეგმაზე ამერიკელებთან და ევროპელებთან. 

სიღრმისეულად: ზელენსკი: ურთულესი არჩევანი გვაქვს: ღირსების დაკარგვა ან საკვანძო პარტნიორის

მსგავსი სიახლეები