რუმინეთის ახალი პრეზიდენტი მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების ზრდას

რუმინეთის ახალმა პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ნატოს თავდაცვის ხარჯების სამიზნის გაზრდას იმ დროსაც კი, როდესაც მისი ქვეყანა იწყებს საკუთარი რეკორდული საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას.
State Of Play: არჩევნებში დანის გამარჯვებამ დაასრულა ექვსთვიანი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია წინა საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებამ რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო.
- Financial Times-თან ინტერვიუში დანმა თქვა, რომ მისმა ქვეყანამ მკაფიო არჩევანი გააკეთა, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრმა და უკრაინის ერთგულმა მოკავშირემ, ხმა მისცა მას და არა მის ანტი-უკრაინელ, ევროსკეპტიკოსი კონკურენტი ჯორჯე სიომნს.
- "ჩვენ ისევ ვიქნებით ევროპული ძალისხმევის ნაწილი, რათა დავეხმაროთ უკრაინას ყველაზე გონივრული მშვიდობის მიღწევაში," - თქვა დანმა ხუთშაბათს. "ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას."
Big Picture: მან თქვა, რომ რუმინეთი მზადაა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და მიაღწიოს ნატოს ახალ სამიზნეს, მშპ-ს 3.5%-ს, დამატებით 1.5% ინფრასტრუქტურასა და კიბერუსაფრთხოებაზე დაიჯხარება. ახალი სამიზნე მაჩვენებლის ინიციატორია ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და მას მხარს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც უჭერს.
- 3.5%-იან სამიზანე მაჩვენებელზე, სავარაუდოდ, ნატოს ლიდერები მომავალ თვეში ალიანსის სამიტზე შეთანხმდებიან.
Context: ნიკუშორ დანმა თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაპირება რუმინეთისთვის კრიზისულ მომენტში გასცა, სადაც საბიუჯეტო დეფიციტი გასულ წელს მშპ-ს 9.3%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირში.
- 4 ივნისს ბრიუსელი ბუქარესტს დაემუქრა ე.წ. "გადაჭარბებული დეფიციტის" პროცედურების გამოყენებით და ევროკავშირის ფინანსური რესურსების შეჩერებითაც კი, თუ ახალი მთავრობა არ წარადგენს სანდო გეგმას, თუ როგორ შეამცირებს დეფიციტს.