შმიგალი: უკრაინას ზამთრის სტაბილურად გადასატანად საკმარისი გაზი აქვს

უკრაინის ქალაქების უმრავლესობაში გათბობა ჩართულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ფეისბუქზე 23 ოქტომბერს განაცხადა.

"უკრაინაში, დაბომბვების მიუხედავად, გათბობის სეზონი დაიწყო. უმეტეს ქალაქებში გათბობა უკვე ჩართულია. ახლა გაზსაცავებში დაახლოებით 14.2 მილიარდი მ³ გაზი გვაქვს და ეს აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის სტაბილურად გადასატანად." - დაწერა პრემიერმა.

ორი დღით ადრე, 21 ოქტომბერს, უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გაზსაცავებში 14.5 მილიარდი მ³ გაზი იყო დაგროვილი, ხოლო 1 ნოემბერს უკვე 15 მილიარდი მ³ იქნება.

მსგავსი სიახლეები