ტრამპი: დასანქცირდება ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმეს დაიჭერს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი თქმით, კონგრესში რესპუბლიკური პარტია მეორადი სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს.

ვითარების არსი: მეორადი სანქციები შეეხებათ იმ ქვეყნებს, რომელთაც რამენაირი ფორმით რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა ექნებათ.

  • "გავიგე, რომ ამაზე (სანქციებზე) მუშაობენ და მე ეს მაკმაყოფილებს. ისინი იღებენ კანონებს, ანუ რესპუბლიკელებს შეაქვთ კანონი, რომელიც ძალიან ხისტი იქნება, მიღებული იქნება სანქციები ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა აქვს. შეიძლება დაემატოს ირანი, როგორც იცით, ჩემი წინადადება იყო. ასე რომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმეს დაიჭერს, სერიოზულად დასანქცირდება". - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ჩაშლილად: ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც კონგრესში 2025 წლის გაზაფხულზე რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა და დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენთალმა წარადგინეს, რუსეთის სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

  • კანონპროექტის მიხედვით, რუსული ნავთობის, გაზისა და ურანის შემსყიდველ ქვეყნებს 500%-იანი ბაჟის გადახდა მოუწევთ.
  • კანონპროექტს 100-დან 80-მა სენატორმა დაუჭირა მხარი.
  • 2025 წლის ივნისში გრემმა თქმა, რომ ტრამპმა, გოლფის თამაშის დროს უთხრა, რომ "კანონპროექტის წინ წაწევის დრო დადგა". მაგრამ კანონის განხილვა აგვისტოში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის გამო დროებით შეჩერდა. კანონის მიღება კიდევ ერთხელ ბუდაპეშტის არშემდგარი შეხვედრის დაგეგმვის გამო გადაიდო.

ფართო სურათი: ცოტა ხნით ადრე, ტრამპის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობკომპანიები "ლუკოილი" და "როსნეფტი" დაასანქცირა. 

  • სანქციების ფონზე რიგ ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყდა.
  • სანქციებისთვის თავის არიდება შეძლო უნგრეთმა. პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გამონაკლისის სახით, უნგრეთს აშშ-ს სანქციები არ შეეხება, ვინაიდან ქვეყანას სხვა თბოელექტრო რესურსების მომწოდებელი ამ ეტაპზე არ ჰყავს.

მსგავსი სიახლეები