უიტკოფთან შეხვედრამდე პუტინმა უკრაინასთან საბუფერო ზონის გაფართოება მოითხოვა

სტივ უიტკოფთან გადაწმყვეტ მოლაპარაკებებამდე ვლადიმირ პუტინმა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტი მოინახულა და უკრაინასთან საბუფერო ზონის გაფართოების ბრძანება გასცა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. 

  • საყურადღებოა, რომ პრეს-რელიზის მიხედვით პუტინის ვიზიტი საომარი მოქმედებების ზონაში კვირას, პირველ დეკემბერს შედგა, თუმცა 24 საათის დაგვიანებით, დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელეს. 

  • ამასთანავე სამეთაურო პუნქტზე ყოფნისას პუტინმა ჩერნიჰივის, სუმის და ხარკივის ოლქის გასწვრივ ე.წ. ბუფერული ზონის გაფართოება და ზამთარში არმიის ყველაფერი საჭიროთი უზრუნველყოფის ბრძანება გასცა. 

ჩაშლილად: არაერთი კომენტატორის აზრით, ვლადიმირ პუტინის მიერ გამართული წარმოდგენა იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი არ აპირებს ომის შეჩერებას. 

  • "პირველი აზრი ის არის, თუ რამდენად შორს არიან ყველანაირი შუამავლები კრემლის მოთხოვნების მთელი პლასტის აღქმისგან - ის რაც პუტინის მაქსიმალისტურ მოთხოვნებად აღიქმება სინამდვილეში მხოლოდ აისბერგის წვერია"- წერს ანალიტიკური ცენტრის R.Politik-ის დამფუძნებელი, ტატიანა სტანოვაია. 

კონტექსტი: უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა კრემლის პრესსპიკერის ცნობით, დღეს დღის მეორე ნახევარში გაიმართება. უიტკოფთან ერთად მოსკოვს ეწვევა ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც. 

  • ტრამპის სპეციალური წარმომადგენლებმა პუტინს უკრაინასთან, ჟენევასა და ფლორიდაში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები უნდა წარუდგინონ. 

სიღრმისეულად: დონეცკის ოლქი ზავის სანაცვლოდ - პუტინის აქცენტები აშშ-სთან მოლაპარაკებებამდე

მსგავსი სიახლეები