უკრაინელებმა რუსების 55 კამიკაძე დრონი და 35 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს

პარასკევს ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების 151 საჰაერო სამიზნიდან 92 გაანადგურა: 55 კამიკაძე დრონი, 35 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555 და 2 მართვადი რაკეტა X-59.

ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლა ოლეშჩუკი Telegram-ზე წერს.

"2024 წლის 22 მარტის ღამეს მტერმა კომბინირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.

საერთო ჯამში, მტერმა გამოიყენა სხვადასვა ტიპის 151 იარაღი:

  • 63 დარტყმა Shahed-136/131-ის კამიკაძე დრონებით;
  • 12 ბალისტიკური რაკეტა Iskander M;
  • 40 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555;
  • 5 ფრთოსანი რაკეტა X-22;
  • - 7 აერობალისტიკური რაკეტა X-47M2;
  • - 2 მართვადი რაკეტა X-59;

სარაკეტო და საჰაერო დარტყმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, მობილური საზენიტო ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.

საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა 92 საჰაერო სამიზნე:

  •  Shahed-136/131-ის ტიპის 55 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი; 
  • 35 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555 ;
  • 2 მართვადი რაკეტა X-59." - წერს ოლეშჩუკი.

მსგავსი სიახლეები