ანომალიურად თბილი ზამთარი ევროკავშირს ენერგოკრიზისის დაძლევაში დაეხმარება

მომავალ ზამთარს ევროკავშირის ქვეყნები შედარებით უფრო უმტკივნეულოდ გაივლიან, ვიდრე თავდაპირველად პროგნოზირებდნენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს

გამოცემის ცნობით, სინოპტიკოსები კლიმატის ცვლილების შემსწავლელი ცენტრიდან Copernicus ევროპაში ანომალიურად თბილ ზამთარს პროგნოზირებენ, რაც ევროკავშირს ენერგოკრიზისის დაძლევაში დაეხმარება. 

კლიმატის მკვლევარების ცნობით, ბალტიის, ჩრდილოეთის და ხმელთაშუა ზღვის აკვატორიების ირგვლივ წელს საშუალოზე საგრძნობლად თბილი ტემპერატურები იქნება. შედარებით თბილ ზამთარს პროგნოზირებენ დიდ ბრიტანეთში და ასევე ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში. 

მოსალოდნელია, რომ თბილი ამინდი დაეხმარება ევროკავშირს უმსხვილეს ეკონომიკებს - საფრანგეთსა და გერმანიას სადაც უახლოეს თვეებში ნალექების 40-50%-ით შემცირებას პროგნოზირებენ. 

კლიმატის მკვლევარები იყენებენ აგრეგირებულ მონაცემებს ევროკავშირის თითქმის ყველა სახელმწიფოდან - მათი ცნობით წელს თბილი ზამთარი იქნება სხვა კონტინენტებზეც, მათ შორის სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიაში. 

მსგავსი სიახლეები