სისხლიანი სია: პუტინის რეჟიმის მიერ მოკლული რუსი ოპოზიციონერები

კრიტიკოსების განეიტრალება კრემლისთვის კარგად აპრობირებულ ტაქტიკას წარმოადგენს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის მიწურულს, ქვეყნის სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა. 

შორს წასვლა სულაც არაა საჭირო, თუკი გავიხსენებთ, რომ ანა პოლიტკოვსკაია პუტინის დაბადების დღეზე მოკლეს, ხოლო ტყვია დახლილი ნატალია ესტემიროვას სხეული ინგუშეთში იპოვეს. 

ამ დანაშაულებრივი და დაუნდობელი პოლიტიკის ბოლო მსხვერპლად, ალექსეი ნავალნი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც 16 თებერვალს, საპატიმრო დაწესებულებაში "სეირნობის დროს" დაიღუპა, როგორც ამას რუსეთის პენიტენციური სამსახური განმარტავს. 

47 წლის ოპოზიციონერი, დაღუპვამდეც არაერთხელ გამხდარა პუტინის სამიზნე. დაპატიმრებამდე, იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, როდესაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მოწამლეს. 

რუსი ოპოზიციონერის ციხეში დაღუპვამ, მსოფლიოს კიდევ ერთხელ გაახსენა ის ადამიანები, რომლებიც პუტინის რეჟიმს გასულ წლებში ემსხვერპლნენ.

იური შჩეკოჩიხინი

მოულოდნელად შეყრილი დაავადებიდან 16 დღის თავზე, 2003 წლის 3 ივლის საავდმყოფოში გარდიაცვალა იური შჩეკოჩიხინი, რუსი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომელიც კრიმინალზე, კორუფციასა და დანაშაულებებზე ღიად საუბრობდა. 

2001 წლიდან - მის მოულოდნელ სიკვდილამდე, იგი ნოვაია გაზეტაში აქვეყნებდა ჟურნალისტური გამოძიებებს, სადაც მრავალ მილიონიან დანაშაულებრივ სქემაზე იყო საუბარი, ხოლო კვალი FSB-ს მაღალჩინოსნებამდე მიდიოდა. 

შჩეკოჩიხინი გარდაიცვალა ამერიკაში გამგაზვრებამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სწორად ამ საკითხებზე უნდა გაემართა შეხვედრა. მის სამედიცინო დოკუმენტებს კრემლმა გრიფი "საიდუმლო" დაადო. 

არაერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ლიტვინენკოს მსგავსად, იური შჩეკოჩიხინი სპეცსამსახურებმა მოწამლეს, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. 

ანა პოლიტკოვსკაია

2006 წლის 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღეს, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გამორჩეული რუსი ჟურნალისტი და კრემლის კრიტიკოსი - ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს. 

იგი აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს და დღის სინათელზე გამოჰქონდა ის დარღვევები, რასაც რუსული ძალები სისტემატიურად ჩადიოდნენ ადგილზე. 

2014 წელს, მისი მკვლელობის საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს, თუმცა ყველა ობიექტური დამკვირვებლის აზრით, რეალური გამოძიება არასდროს ჩატარებულა და უშუალო მკვლელობის დამკვეთი პასუხისგებაში არ მიცემულა. 

პოლიტკოვსკაიას მკვლელობას, ბევრი პუტინის დაბადების დღისთვის მიძღვნილ "საჩუქრად" მიიჩნევს, რომელიც კარგად გვანახებს იმ სისასტიკეს, რასაც კრემლის პოლიტიკა ეფუძნება.  

ანა პოლიტკოვსკაიას წიგნი პუტინის რუსეთი ქართულ ენაზეც არის გამოცემული და ჩვენი რედაქციისგან "მკაცრად" რეკომენდირებულია. 

ალექსანდრ ლიტვინენკო

2006 წლის ნოემბერში, ლონდონში კვდება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი აგენტი, რომლის სხეულშიც რადიოაქტიური ნივთიერება - პოლონიუმი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ალექსანდრ ლიტვინენკომ, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში შეხვედრის დროს ჩაი დალია, რომელიც მოწამლული იყო.

მან გაერთიანებულ სამეფოს მას შემდეგ მიასურა თავი, რაც 2000 წელს FSB-ს ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალო. 

გარდა ამისა, ლიტვინენკო FSB-ს ისეთ რეზონანსული საქმეების ორგანიზებაში სდებდა ბრალს, როგორიცაა ტერორიზიმის მხარდაჭერა, სომხეთის პარლამენტში მომხდარი ხოცვა,  საცხოვრებელი კორპუსების აფეტქება, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა და სხვა. 

მისი მოწმავლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ანდრეი ლუგავოია, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატია, ხოლო წარსულში კა-გე-ბე-ს თანამშრომელი იყო. 

პოლიტკოვსკაიას მსგავსად, მისი თანაავტორობით გამოცემული წიგნის ქართული თარგმანი ხელმისაწვდომია. 

ნატალია ესტემიროვა

გროზნოში მცხოვრები ადამიანის უფლებათა დამცველი ნატალია ესტემიროვა საკუთარი სახლიდან გამოვიდა და ნაცნობი მარშუტით, სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, რა დროსაც იგი მოიტაცეს და აღარავის უნახავს.

მოგვიანებით, ესტემიროვას მკვდარი სხეული ინგუშეთში აღმოაჩინეს, სადაც მას გულ-მკერდის არესა და თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. 

ნატალია ესტემიროვა კრემლის სამიზნე იმიტომ აღმოჩნდა, რომ იგი იძიებდა იმ სისტემურ დარღვევებს, რასაც ჩეჩნეთში ჰქონდა ადგილი - მათ შორის გატაცებებს, მკვლელობებსა და წამების პრაქტიკებს. 

ერთ-ერთი ვერსიით, 2009 წელს ჩადენილი მკლელობის კვალი, მათ შორის რამზან კადიროვამდე მიდის. 

სერგეი მაგნიცკი

კუჭის ქრონიკული ტკივილის მიუხედავად, რუსეთის პენიტენციურმა სამსახურემა უარი განაცხადა სერგეი მაგნიცკისთვის მკურნალობის დანიშნვაზე, რამაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემების კვალდაკვალ, მისი სიკვდილი გამოიწვია.

რუსმა ადვოკატმა მთავრობის წევრები, სასამართლო, საგადასახადო და სამართალდამცავი სამსახურების თანამშრომლების მსგავსად $230 მილიონის გაფლანგვასა და კორუფციულ სქემაში მონაწილეობაში ამხილა.

თუმცა, რეალური დამნაშავეების ნაცვლად, სისტემამ თავად მაგნიცკი დააკავა, ხოლო ოფიციალურ მიზეზად გადასახადების გადაუხდელობა დასახელდა. 

11 თვიანი წინასწარი პატიმრობის პერიოდში, სერგეი მაგნიცკის ქრონიკულ დაავადებებზე  სათანადო მკურნალობა არასდროს ჩატარებია. გარდა ამისა, იგი ციხეში წამებისა და არაადამიანური მობყრობის მსხვერპლი გახდა. 

2009 წელს, მისი გარდაცვალება იმდენად რეზონანსული გახდა, რომ მაგნიცკის სიის ფარგლებში, აშშ-მ რუსი ოფიციალური პირების მიმართ სანქციები დააწესა. 

ბორის ნემცოვი

ღია თუ პერსონალური მუქარის მიუხედავად, ყოფილი გუბერნატორი და ვიცე-პრემიერი ბორის ნემცოვი აქტიურად განაგრძობდა საკუთარ ანტი-პუტინისტურ საქმიანობას.  2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე, იგი ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. 

იგი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო 2012 წლის შემდეგ გამართული ხალხმრავალი აქციების, სადაც პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებასა და საპარალამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

ბორის ნემცოვი ის იშვიათი რუსი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც 2014 წლის აგრესია უკრაინაში ღიად დაგმო. მკვლელობის შემდეგ, რუსეთის პოლიციამ მისის ახლიდან ამოღებული დოკუმენტების, ნაწერებისა და მეხსიერების ბარათების კონფისკაცია მოახდინა. 

სხვა მსხვერპლების მსგავსად, ნემცოვის საქმეზე რეალური გამოძიება არასდროს ჩატარებულა.

ეს არის არასრული სია იმ ადამიანებისა, რომლებიც პუტინის კრიტიკას ემსხვერპლნენ. მათ გარდა არაერთი, ერთმანეთისგან განსხვავებული ბიოგრაფიის მქონე ადამიანის გახსენება შეიძლება, იქნება ეს სერგეი იუშენკოვი, თუ სულ ცოტა ხნის წინ მოკლული ევგენი პრიგოჟინი, რომელიც თითქმის ბოლომდე, პუტინის თანამზრახველი იყო

გარდა ამისა, გასახსენებელია არაერთი ადამიანი, რომელიც სიკვდილს სხვადასხვა მიზეზით გადაურჩა, ამის მაგალითს წარმოადგენენ, მამა-შვილი სკრიპალები ან პოლიტპატიმარი კარა-მურზა, რომლის მოწამვლაც არაერთხელ უცდიათ. 

მსგავსი სიახლეები