ფაშინიანის თქმით, სასულიერო პირების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღიკვეთა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება აღკვეთეს.
State Of Play: "სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაშალეს 'კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების' მასშტაბური და ბოროტი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთის რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას," - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
- დილიდან სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ "წმინდა ბრძოლის" მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების სახლებში. მისი ლიდერი, მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი დაკავებულია.
- News.am-ის ცნობით, გალსტანიანის გარდა, საგამოძიებო კომიტეტში მიიყვანეს დიაკვანი ჰრაირი, სომხეთის რევოლუციური ფედერაციის "დაშნაკცუტუნის" უმაღლესი ორგანოს წევრი იგორ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის პარლამენტის ყოფილი წევრი დავით გალსტიანი და ბლოკ "სომხეთის" წევრი არტურ სარგსიანი.
- "დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება," - უთხრა გალსტანიანმა თანამებრძოლებს.
Big Picture: სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი პრესრელიზში აცხადებს, რომ ამ მოძრაობამ, "რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნის მიღწევა" კანონით დაშვებული გზით და "მიზნად დაისახა" მისი მიღწევა "კონსტიტუციით დაუშვებელი გზით."
- რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, გამომძიებლების თქმით, მთავარეპისკოპოსმა გალსტანიანმა "ჯგუფის შემადგენლობაში შეიძინა ტერორისტული აქტების ჩასადენად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად საჭირო საშუალებები და ინსტრუმენტები, ასევე განზრახ შექმნა სხვა პირობები, რითაც ემზადებოდა ძალაუფლების უზურპაციისთვის."
- ერთი დღით ადრე, სომხურმა გამოცემა Civic-მა განაცხადა, რომ მან მოიპოვა "გადატრიალების გეგმა," რომელსაც, სავარაუდოდ, ოპოზიცია სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ ამზადებდა.
- დოკუმენტი, რომელიც "ოპოზიციის სანდო წყაროებიდან" არის მოპოვებული, ეტაპობრივად განსაზღვრავს მოქმედების გეგმას, მონაწილეთა სიას და გადატრიალების მონაწილეთა განკარგულებაში არსებულ რესურსებს.
Сontext: სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და სომხური ეკლესიის მეთაურს შორის კონფლიქტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, რომელიც ეკლესიას უჭერდა მხარს, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების მუხლით უკვე დააკავეს.